GE

საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია

2012 წლის 5–7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია­– ,,New Horizons of Epillepsy Care in Georgia“, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ნევროლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის, აშშ-ს ფილადელფიის ჯეფერსონის სახელობის ეპილეფსიის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „GLAE“-ს მიერ…

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი, უცხოეთიდან მოწვეული და აშშ-ში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები.

საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი სოფიო კასრაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ოთარ თოიძე, აშშ-ის ფილადელფიის ჯეფერსონის სახელობის ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი, ბატონი მ.სპერლინგი, აშშ-ს ,,ვირშუა“ ცენტრის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯეფერსიონის უნუვერსიტეტის ეპილეფსიის კათედრის პროფესორი, ბატონი ანდრო ზანგალაძე.

კონფერენციაზე განიხილეს ეპილეფსიის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის უახლესი მიღწევები და მათი საქართველოში დანერგვის მეთოდები:

„ეპილეფსიური დახმარება საქართველოში“ – ს. კასრაძე (საქართველო)
ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია საქართველოში – გ.ლომიძე (საქართველო)
|„ეპილეფსიის ნეიროფიზიოლოგია“ – ა.ზანგალაძე (აშშ)
„თერაპიული მედიკამენტების გამოყენება ეპილეფსიის მკურნალობისას – დ. ბერი (დიდი ბრიტანეთი);
„თავის ტვინის ფუნქციური გამოკვლევა ელექტრული სტიმულაციის გზით“ – ჯ.პარვიზი- ( აშშ);
„ნეიროსტიმულაცია“ – მ.ჰოლტკამპი (გერმანია);
„ვესტის სინდრომის გრძელვადიანი გამოსავალი – ქირურგიული პერსპექტივები“ – ნ.ტატიშვილი (საქართველო);
„ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების მართვა, რომელთაც აღენიშნებათ მედიკამენტური რეზისტენტობა“ – ს. ოზკარა (თურქეთი);
„თერაპიული საკითხები ეპილეფსიით დაავადებული ქალების მკურნალობისას“ – პ. პენელი (აშშ);
„ეპილეფსიური ნეიროგამოსახულება – უახლესი მეთოდების განხილვა“ – ვ. გაილარდი (აშშ);
„ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა“ – მ. სპრლინგი (აშშ).

კონფერენცია ემსახურებოდა სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების ეპილეფსიის საკითხისადმი ინტერესის გაზრდას. ინტერაქტიული მეთოდოლოგიით ჩატარებული კონფერენცია ეფუძნებოდა პრაქტიკულ საკითხებსა და კონკრეტული შემთხვევების განხილვას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური