საგამოცდო ბარათის ძებნის გამო, აბიტურიენტს გორის საგამოცდო ცენტრში 1 საათითა და 17 წუთით დააგვიანდა
გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დღეს ერთი აბიტურიენტი უცხიური ენის გამოცდაზე დაგვიანების გამო არ დაუშვეს.
იგი ტესტირებაზე საგამოცდო დროის ათვლიდან 1 საათსა და 17 წუთში მივიდა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიზეზი გახდა დაკარგული საგამოცდო ბარათი, რომლის ძებნაზეც დიდი დრო დაკარგა.
გამოსაცდელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელისთვის მიზეზის ახსნას, თუმცა უშედეგოდ.
“აპლიკანტი გამოცდაზე საგამოცდო დროის ათვლიდან 1 საათსა და 17 წუთზე მივიდა. საგამოცდო წესების მიხედვით, ასეთ გარემოებებში აპლიკანტი გამოცდაზე აღარ დაიშვება“, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გვერდწითელმა.
სხვა დამატებით დეტალებზე მას აღარ უსაუბრია.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი გამოცდაზე არდაშვებული აბიტურიენტის შესახებ ასეთი რამ გვიამბო:
“გვითხრა, რომ გამოცდაზე დროულად მოვიდა, თუმცა აღმოაჩინა, რომ საგამოცდო ბარათი თან არ ჰქონდა და მის მოსატანად უკან გაბრუნდა. როგორც გვითხრა, ეს გახდა მიზეზი დაგვიანების. დიდხანს ეძება საგამოცდო ბარათი და დრო ვეღარ გააკონტროლა“.
საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა აბიტურიენტმა. მან საგამოცდო ცენტრი კომენტარის გარეშე დატოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას – ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება