საგამოცდო ცენტრში ფოტოების გადასაღებად მისული განათლების მინისტრი და “ნაეკის” ხელმძღვანელი
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფიო გორგოძესთან ერთად, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო”, – გვიყვება ბატიაშვილის უწყების მიერ გავრცელებული პრეს-რელიზი, რომელიც მედიასაშუალებებს ცოტა ხნის წინ გაუგზავნეს.
სამინისტრომ და გამოცდების ცენტრმა მინისტრისა და სოფო გორგოძის საგამოცდო ცენტრში ვიზიტის შესახებ ანონსი მედიისთვის ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ გაავრცელა და შესაბამისად არც რაიმე კომენტარის მოსმენის შესაძლებლობა გვქონია. არც რელიზში წერია არაფერი განცხადების მსგავსი.
სავარაუდოდ, ისინი ადგილზე ფოტოების გადასაღებად მივიდნენ, რომელიც მოგვიანებით სამინისტროს გვერდზე განთავსდა. თუ ამ ფოტოებს დავეყრდნობით, სტუმრებს ცენტრი სრული შემადგენლობით და ნამატითაც კი ელოდა.
EDU.ARIS.GE
-ს ძალიან აინტერესებს მინისტრის და “ნაეკის” ხელმძღვანელის პასუხი მასწავლებლებისთვის, რომლებიც გამოცდის პირველივე დღიდან ამბობდნენ, რომ რეალურად სახელმწიფო მათ გამოცდაზე იძულებით უშვებს და მათი დიდი ნაწილისთვის ეს შეურაცხმყოფელია.
არაერთი სხვა კითხვაც გვაქვს, რომელიც მაგალითად მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოს და მასთან დაკავშირებული თანხების წარმომავლობას ეხება, თუმცა სამწუხაროდ, საგამოცდო ცენტრში მედიისგან მალვით მიპარული მინისტრი და “ნაეკის” ხელმძღვანელი ჩვენ ვერ “გამოვიჭირეთ”.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება