საგამოცდო კრებული სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
2014 წელს პირველად ჩატარდება აბიტურიენტთათვის არჩევითი გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო პროგრამა, რომელიც საგამოცდო ტესტის საფუძველია, სრულ შესაბამისობაშია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივ სტანდარტთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საგამოცდო კრებულში მოცემულია საგამოცდო პროგრამა, ტესტის სტრუქტურა და დავალებების ნიმუშები სწორი პასუხებით და შეფასების დეტალური სქემებით.
აბიტურიენტებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ანალიტიკური აზროვნების და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, კრედიტების მოპოვება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე არ გაუჭირდებათ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის სასურველია, აბიტურიენტი ვიზუალურად იცნობდეს საგამოცდო პროგრამაში შეტანილ ხელოვნების ნიმუშებს, შეეძლოს ამ ნიმუშების შექმნის დროის განსაზღვრა და ეპოქის, მხატვრული მიმდინარეობის და სტილის იდენტიფიცირება, ასევე ფლობდეს სხვადასხვა ეპოქის თუ სტილისათვის, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგისათვის დამახასიათებელ ძირითად მხატვრულ ნიშნებს.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი