სამაგისტრო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა და პროგრამული მიმართულებები გაისაზღვრა – 2024-2025 სასწავლო წელი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით განისაზღვრა.
ამის შესახებ ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ და დღეს გამოქვეყნებულ ბრძანებაში 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ.
ბრძანების თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 205 000 ლარით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 801 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.
გრანტის ოდენობა არ შეცვლილა და 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.
2024-2025 სასწავლო წლისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაზე განისაზღვრა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ჯანდაცვა; ჰუმანიტარული; ხელოვნება; აგრარული; განათლება; სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა); საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა); სამართალი; მათემატიკა და ფიზიკა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ბიზნესი და ეკონომიკა;
თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე თანხის განაწილების პრინციპი იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
- 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასულ აპლიკანტთა საყურადღებოდ – სად და როდის უნდა გააკეთოთ განაცხადი გრანტის მისაღებად by ARIS.GE-განათლება
- როგორ გავასაჩივროთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის შედეგი – ინსტრუქცია by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2024 by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე