„სამეცნიერო ნაშრომის წერისა და გამოქვეყნების თანამედროვე ტექნოლოგიები“ – ტრენინგი კსუ-ში
31 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის კონსულტანტმა სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტების განვითარების მიმართულებით ნუნუ მიცკევიჩმა ტრენინგი თემაზე „სამეცნიერო ნაშრომის წერისა და გამოქვეყნების თანამედროვე ტექნოლოგიები“ გამართა.
მომხსენებელმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: როგორ გავხადოთ სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებადი?; გამოქვეყნების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები; როგორი ნაშრომია სასურველი სამეცნიერო ჟურნალებისთვის?; წერის სტილი; სამეცნიერო ჟურნალის შერჩევა; ღია და დახურული წვდომის სამეცნიერო ჟურნალები და სხვ.
ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტები, პროფესორები და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
იხილეთ თანდართული ფაილი
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი