„სამსახურიდან მომიწია გვიან გამოსვლა“ – გორის საგამოცდო ცენტრში ქარელიდან ჩამოსულმა აბიტურიენტმა 17 წუთით დაიგვიანა
დღეს, 17 ივლისს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის გამოცდით გრძელდება.
გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე დარეგისტრირებულმა ერთმა გამოსაცდელმა 17 წუთით დაიგვიანა. ბიჭი გამოცდაზე შესვლას ითხოვდა და დაგვიანების რიგ მიზეზებს ასახელებდა. მიუხედავად ამისა, ქარელიდან ჩამოსული აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრიდან უკან გააბრუნეს.
“ვმუშაობდი. სამსახურიდან გვიან მომიწია გამოსვლა. მოვედი აქ და აღარ შემიშვეს”, – უთხრა მან EDU.ARIS.GE -ს მან.
როგორც გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, აბიტურიენტს გამოცდაზე ვერ დაუშვებდნენ.
“აბიტურიენტებს აქვთ სარეგისტრაციო დოკუმენტი, სადაც მითითებულია გამოცდის დაწყების დრო და თარიღი. ამიტომ, ეს ადამიანი, რომელიც გამოცდაზე 17 წუთის დაგვიანებით მოვიდა, ვერ დაიშვებოდა. ის უკვე დაგვიანებულად ჩაითვალა”, – განაცხადა გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა, თინათინ გვერდწითელმა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების შემდეგ, გორის საგამოცდო ცენტრში ეს აბიტურიენტის დაგვიანების მეორე შემთხვევაა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული, ისტორიის საგანი კი მათგან 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული. გამოცდა ორი დღის განმავლობაში, სამ სესიად ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება