სამხატვრო აკადემია ახალ რექტორს და ფაკულტეტების დეკანებს ნოემბერში აირჩევს
როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დააანონსა, ოქტომბრის თვიდან, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო.
EDU.ARIS.GE-ს 11 ოქტომბერს სამხატვრო აკადემიაში განუცხადეს, რომ რექტორის მოვალეობას ამ მომენტისთვის პროფესორი ნოდარ ამაშუკელი ასრულებს, ხოლო ყოფილი რექტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი, აკადემიაში რჩება და პედაგოგიურ საქმიანობას გააგრძელებს.
აკადემიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი რექტორის თანამდებობის დასაკავებლად და მათი ინფორმაციით, კანდიდატების რეგისტრაცია და დალუქული განაცხადების მიღება იწარმოებს თსსა კანცელარიაში 2022 წლის 7 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. აკადემიური საბჭოს პირველი საკონკურსო სხდომა გაიმართება 2022 წლის 8 ნოემბერს, რომელზეც გაიხსნება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით გამოქვეყნდება თსსა ვებგვერდზე. ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 2022 წლის 18 ნოემბერს.
გარდა ზემოაღნიშნული კონკურსისა, აკადემიამ კონკურსი გამოაცხადა სხვადასხვა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად, სადაც ამჟამად მოვალეობის შემსრულებლები საქმიანობენ. კერძოდ, ნოემბრის თვეში, ფარული კენჭისყრები გაიმართება არქიტექტურის, დიზაინის, სახვითი ხელოვნების, მედიახელოვნების და რესტავრაციის, ხელოვნების, ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტების დეკანების 4 წლის ვადით არჩევის მიზნით.
ამავე თემაზე:
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
სად და როგორ ჩავრიცხოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2026 წლის აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო (ვიდეოინსტრუქცია)
by ARIS.GE-განათლება