GE

სამხედრო სასწავლებლების რექტორთა სამმხრივი შეხვედრა – საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ თურქ კოლეგასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ რექტორთა სამმხრივ შეხვედრაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სამი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც აკადემიის რექტორმა აღნიშნა, „ეროვნული თავდაცვის აკადემია ყოველთვის მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს შეხვედრებში. ჩვენი მიზანია აქტიურად ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან ერთობლივი აკადემიური, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით“.

მოგვიანებით რექტორები აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდნენ. ბაქოში გამართულ შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. სამმხრივი შეხვედრის მთავარ მიზანს მონაწილე ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პროექტების ინიცირება წარმოადგენდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური