SANGU და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ

18 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერალ ვეტცელი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ურსულა ოპერმანი, შიდა ოპერაციების მენეჯერი ნუცა ციგროშვილი, SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია, ტურიზმის ბიზნესის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია.
შეხვედრის ფარგლებში SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და პროფესორმა გერალ ვეტცელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, SANGU-ს ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საწარმოო პრაქტიკას გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი პირველად 2014 წელს მოეწერა. მხარეთა წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად პარტნიორული ურთიერთობა დღემდე წარმატებულად გრძელდება.
მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან SANGU-ს 200-ამდე სტუდენტმა გაიარა ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება.
-
SANGU – მემორანდუმი შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსამთავრებულებისთვის by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში წიგნის – „გეშტალტთერაპია ბავშვებთან“ ქართული ვერსიის წარდგენა გაიმართა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი