SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტის წარმატება სამეცნიერო კონფერენციაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“ 17 ნოემბერს გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მე-4 კურსის წარჩინებულმა სტუდენტმა საბა კუკავამ, რომელმაც პროფესორების ნინო დამენიასა და ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეზისი თემაზე: „ინოვაციების მნიშვნელობა მართვის სფეროში კურორტების მდგრადი განვითარებისათვის“.
კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე 17 თეზისის ავტორი წარსდგა. ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელიც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზებით.
ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი საბა კუკავა ღირსეულად წარსდგა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე და II ადგილი დაიკავა.
ვულოცავთ საბა კუკავას და მის ხელმძღვანელებს, პროფესორებს: ნინო დამენიას და ნიკო კვარაცხელიას გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი