SANGU-ს სტუდენტები დაზვერვის სამსახურში
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ლომიძე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და დაზვერვის სამსახურის როლს ამ სფეროში.
უნივერსიტეტის მიერ 11 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის ხელმძღვანელს, შალვა ლომიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ბატონმა შალვა ლომიძემ უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ სფეროში დაზვერვის სამსახურის როლზე ისაუბრა. იგი ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო. ინტერაქტიური შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხი დასმულ შეკითხვებზე.
შეხვედრის დასასრულს, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს თორნიკე შურღულაიას დაზვერვის სფეროს პოპულარიზაციისა და აღნიშნული სფეროს კვლევითი და აკადემიური მიმართულებით დანერგვისთვის მადლიერების ნიშნად გადაეცა ჯილდო.
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი