GE

SANGU-ში ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამას.

კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანური რესურსების მართვის ფართო ხედვა, რაც გულისხმობს HR სისტემების სწავლებას, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის ასევე თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.

სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის ძირითად საკითხებსა და თანამედროვე ხედვებს.

სასწავლო პროცესი ითვალისწინებს მსმენელების აქტიურ ინტერაქციასა და ჩართულობას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაანალიზონ რეალური HR პროექტები. თითოეული ბლოკის დასრულების შემდეგ მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებაზე, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს.

კურსი განკუთვნილია, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ადამიანურ რესურსების მართვა.

მსმენელებს ვთავაზობთ კარიერულ კონსულტირებას და დასაქმების ხელშეწყობას. მათ მუდმივად დაეგზავნებათ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები, რომლებსაც უნივერსიტეტს სთავაზობენ პარტნიორი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები.

სწავლის ხანგრძლივობა: 28 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, კვირის დღეებში 19:00-დან 22:00 საათამდე.

რეგისტრაციისა და სხვა დეტალების გაცნობისთვის იხილეთ ბმული

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური