SANGU-ში დასაქმების კვირეული მიმდინარეობს
19 მაისს, SANGU-ში დასაქმების კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანი სამსახურის მაძიებელი სტუდენტების დამსაქმებლებთან დაკავშირებაა. კვირეულის პირველ დღეს სტუდენტები კრედო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დაინტერესებულ სტუდენტებს კრედო ბანკის საბურთალოს ფილიალის მმართველმა ბადრი ბარჯაძემ და ტალანტების შერჩევის რეგიონულმა ოფიცერმა ანა მათიაშვილმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, სტაჟირების გავლის, შემდგომში დასაქმების და ზოგადად საბანკო საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, უპასუხეს დასმულ კითხვებს და კრედო ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 22 მაისს GPI Holding-ის წარმომადგენელთან გაიმართა.
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი