SANGU-ში გაიმართა სესია თემაზე – „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“
25 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო სესია თემაზე – „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“.
შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას სპიკერები წარუდგინა SANGU-ს სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ. დამსრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ჯეკ კოლინზმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კიბერუსაფრთხოების პროგრამის უფროსმა და ნინო ვადაქარიამ, კიბერუსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა. საინფორმაციო სესიას უძღვებოდნენ “ქალები კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივის (WIC) დამფუძნებლები ნათია სესკურია და ნატა გოდერძიშვილი, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები: ნინა ლუქსმანი (Nina Lucksmann) და ჯოელ ჩუეიფატი (Joelle Choueifati) გენდერის მიმართულების მრჩეველი.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, კიბერთავდასხმებისგან დაცვის მექანიზმებზე, გლობალური ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
“ქალები კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივის ფარგლებში გამართული საგანმანათლებლო შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოების მზარდი პოტენციალისა და კიბერუსაფრთხოების შრომის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი