GE

SANGU-ში მეათე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა

5-6 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მეათე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნები ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელ კანდიდატებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლებს შორის მაღალი კონკურენციით წარიმართა. სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად არჩეულ იქნა ახალი მმართველი გუნდი. დებულების თანახმად, ორივე სკოლიდან ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობაში 6-6 მანდატი შევიდა.

მეორე დღეს, შიდა არჩევნების საფუძველზე, ახალმა მმართველმა გუნდმა ხმათა უმრავლესობით სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ კოკაია აირჩია, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პირველ ვიცე-პრეზიდენტად მარიამ ყურუა დაასახელა, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი – საბა ჩართოლანი იქნა არჩეული.

2023-2024 წლის მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტებში კანდიდატები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – თაკო ქავთარაძე, ანა ოლქიაშვილი; განათლების დეპარტამენტი – გურამ ლომიძე; კულტურის დეპარტამენტი – მარიამ მიქავა, თამთა ბონდარევა; ლაშქრობებისა და ექსკურსიების დეპარტამენტი – ალექსანდრე ლაცაბიძე, ჯულიანა ზედელაშვილი; სპორტის დეპარტამენტი – ვლადიმერ ბასარია, ლია ტოკლიკიშვილი.

უნივერსიტეტი ულოცავს ახალ მმართველ გუნდს გამარჯვებას და ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური