GE

SANGU-ში მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს.

SANGU მედალოსან სტუდენტებს, წახალისების მიზნით, ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს.

8 დეკემბერს, გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ, სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა 8 მედალოსან სტუდენტს საჩუქრები – ოქროს მედალოსან სტუდენტებს ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს კი პლანშეტი გადაეცათ.

ისინი ემოციებს გვიზიარებენ:

გურამ ლომიძე: აბიტურიენტობის პერიოდში ბევრი არაფერი ვიცოდი SANGU-ს შესახებ. ჩემი ახლობლები სწავლობდნენ და მათგან ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა უნივერსიტეტზე. როდესაც გავიგე, რომ მისი დამფუძნებელი უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო ბევრი აღარ მიფიქრია, პირველ ნომრად ჩავწერე, აქ მოვხვდი და ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემი მოლოდინები გამართლდა. აქ არსებული ოჯახური გარემო სიხარულით მავსებს. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქ არსებული გარემოს შექმნისთვის.

გიორგი ცქიფურიშვილი: SANGU-ში ჩაბარება, პროფესორ კობა გელაშვილის ვებინარების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. როდესაც სასწავლო სილაბუსს გავეცანი აღმოვაჩინე, რომ იყო ერთ-ერთი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროგრამა სადაც კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა მხოლოდ საჭირო საგნებით ხდებოდა.

აისელ გაჯიევა: უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე, ჩემი ძმა არის პროგრამისტი, ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. SANGU პირველ ნომრად მეწერა, გამიმართლა და აქ მოვხვდი.

მარიამ ონიანი: ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა ეს პროფესია საპატრიარქოს რომელიმე უნივერსიტეტში შემესწავლა. როდესაც გავიგე, რომ SANGU-ს საკმაოდ წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის სკოლა ჰქონდა, აქ ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის პროცესში, ჩემი არჩევანის სისწორეში, კიდევ უფრო დავრწმუნდი.

ლია ტოკლიკიშვილი: SANGU-ს შესახებ გავიგე ონლაინ შეხვედრის მეშვეობით, რომელიც ჩვენ სკოლაში აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში იყო ქართული ფილოლოგია, დავინტერესდი და პირველ ნომრად ჩავწერე. საპატრიარქოს სკოლა დავამთავრე და კვლავ მის სივრცეში მინდოდა სწავლის გაგრძელება, ის სულისკვეთება და ოჯახური გარემო რაც იქ იყო აქაც გრძელდება და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

რუსუდან ზურაბიშვილი: SANGU-ში ჩაბარებამდე მის შესახებ საკმაოდ ბევრი კარგი რამ ვიცოდი. პირველ ნომრად ჩავწერე და ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა გამართლდა, ძალიან კმაყოფილი ვარ სწავლების მაღალი დონით და არსებული გარემოთი. ვეცდები მეც გავამართლო უნივერსიტეტის იმედები.

ნიკოლოზ ჯანაშვილი: უნივერსიტეტთან დაახლოებული პირებისგან ძალიან ბევრი ვიცოდი SANGU-ში სწავლების, სტუდენტური აქტივობებისა და მისი სწრაფი განვითარების შესახებ. ჩავაბარე და ჩემი მოლოდინი გამართლდა.

იაკობ დალაქიშვილი: ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნიკური საგნები. SANGU-ს შესახებ ჩემი ახლობლებისგან გავიგე, რომლებიც კარგად იცნობენ აქ არსებულ გარემოს. მოხარული ვარ, რომ SANGU-ში გარდა სწავლისა სტუდენტებს სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობაც გვაქვს.

SANGU ამაყობს გამორჩეული სტუდენტებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური