SANGU-ში საგანმანათლებლო პროგრამებზე სასურველ ინფორმაციას ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში მიიღებთ
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და სხვა საფეხურის სასწავლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში პერსონალური ღია კარის დღით ისარგებლონ.
ამისთვის კი დაინტერსებულმა პირმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მას პერსონალური მენტორი ეყოლება.
ღია კარის დღეების ფარგლებში საშუალება გექნებათ:
- მიიღო დეტალური ინფორმაცია შენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამების შესახებ;
- ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიერო უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
- ამომწურავი პასუხები მიიღო ყველა კითხვაზე;
- გაიჩინო მუდმივი მენტორი, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდის საჭირო ინფორმაციას სიახლეების შესახებ.
“დაიწყე შენი აკადემიური მოგზაურობა SANGU-ში! შემოგვიერთდი ღია კარის დღეებზე! გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და შენი მენტორი სასურველ დროს გიმასპინძლებს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში”.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდიდანაც.
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ფსიქოლოგია“ – SANGU მოსწავლეებს შეხვედრაზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ – SANGU მოსწავლეებს ლექცია-სემინარებზე იწვევს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი