GE

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა 13 ივნისს დაიწყო.

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ამიტომ, ბოლო პერიოდში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია მოთხოვნადი გახდა.
შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებული პროგრამის მუშაობაში ჩართულები არიან შრომის ინსპექციის მიერ სერტიფიცირებული დარგის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები. პროგრამის მიზანია, მსმენელს მისცეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკაზე დაყრდნობილი გამოცდილება.

სტუდენტები, სამი თვის მანძილზე, დარგის წამყვან ლექტორებთან ერთად დაეუფლებიან აღნიშნულ პროფესიას და უმაღლეს სასწავლებელში არსებული შესაბამისი ლაბორატორიების წყალობით აქვე შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ მუშაობაში განმტკიცებას.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ სწავლა საინტერესოდ დაიწყო. მადლობას ვუხდით მათ ნდობისთვის, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო პერიოდს ვუსურვებთ.

ნათია ნაჭყებია – ვარ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მსურს, ვიყო სერტიფიცირებული სპეციალისტი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა.
ერთი კვირაა დაიწყო სწავლა და აქ არსებულმა გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მომწონს სალექციო პროცესი, ლექტორები გასაგებად გვაწვდიან პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლექციები არის ინტერაქციული, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.

გიორგი გულვერდაშვილი – SANGU-ს შრომის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ მეგობრისგან გავიგე. მქონდა სამსახურის დაწყების შემოთავაზება ერთ-ერთი კომპანიიდან შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე, ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა. აქ ჩვენზე მორგებული ძალიან კარგი გარემოა.

SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა ამ სპეციალობის დაუფლების საუკეთესო შანსს აძლევს მსურველებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური