SANGU-ში თეატრალიზებული ღონისძიება გაიმართა
12 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით მორიგი საღამო გაიმართა.
საღამო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მამა იოანე გორელიშვილმა გახსნა და ღონისძიებათა ციკლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თეატრალიზებული ღონისძიება – „კათალიკოს პატრიარქი – ამბროსი ხელაია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღების მიეძღვნა.
საღამო კაკო ვაშალომიძის ჯაზ ბენდ ,,დიქსი ლენდის” კონცერტით დასრულდა.
თეატრალიზებულ წარმოდგენას SANGU-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
-
მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – ცნობილია, რა სამუშაოები დაიწყება
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის დამლაგებლების, ექიმებისა და ბაღის აღმზრდელთა ხელფასის მატება პარლამენტში დეპუტატებმა მოითხოვეს – ფინანსთა მინისტრის დამაიმედებელი პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
სამოქალაქო განათლების საგნის გამოცდა – ირმა ხომერიკის ვიდეოინსტრუქცია 2025 წლის აბიტურიენტებს
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი