GE

საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება და საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრი საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ.

კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 17 დეკემბერს, კსუ-ში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო ხარისხისა და აკადემიური წოდების მქონე წარმომადგენლებს.

კონფერენციის მიზნებია:

  • საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება და ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
  • მონაწილეებს შორის კონტაქტების დამყარება;
  • უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.

სამუშაო ენებია: ქართული, სპარსული, ინგლისური.

თეზისი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მონაწილის სახელი, გვარი;
  • სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური წოდება;
  • უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასახელება;
  • კონფერენციაზე წარსადგენი თემის სახელწოდება;
  • თეზისის ტექსტი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;
  • თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს სამი შემოთავაზებული ენიდან (ქართული, სპარსული, ინგლისური) ორზე.

სრული ნაშრომი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მონაწილის სახელი, გვარი;
  • სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური წოდება;
  • უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასახელება;
  • კონფერენციაზე წარსადგენი თემის სახელწოდება;
  • ნაშრომის ტექსტი;
  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს სამი სამუშაო ენიდან (ქართული, სპარსული, ინგლისური) ერთზე.

თეზისი და სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ტექნიკური პარამეტრების დაცვით:

  • შრიფტი: ქართული, ინგლისური და სპარსული ვერსიისათვის – Sylfaen. ზომა: ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ და სათაური – ქართული და ინგლისური ტექსტებისთვის 14 Bold, ხოლო სპარსულისთვის 16 Bold, ქართული და ინგლისური ძირითადი ტექსტი – 12, ხოლო სპარსული 14 Bold;
  • ინტერვალი: 1,5;
  • გვერდის საზღვრები: 2,5 ყველა მხრიდან.

კონფერენციაზე წარსადგენი თემა უნდა ეხებოდეს საქართველო-ირანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს, ასევე, სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ პრობლემებს. მოხსენება შეიძლება წარმოადგინოს ერთმა ან ორმა ავტორმა.

თეზისი და სრული ნაშრომი ავტორმა უნდა გადმოაგზავნოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ქვემოთ აღნიშნული თარიღების დაცვით:

georgia.iran@ciu.edu.ge;
maia.kapanadze@ciu.edu.ge;

მნიშვნელოვანი თარიღები:

26 ნოემბერი – თეზისის გადმოგზავნის ბოლო ვადა;

10 დეკემბერი – სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;

17 დეკემბერი – კონფერენციის გახსნა.

ინფორმაცია მომხსენებლებისთვის:

  • კონფერენციის მომხსენებელთა ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის შრომებში, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი;
  • მომხსენებელს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის – 5 წუთი;
  • კონფერენცია გაიმართება დისტანციურ ფორმატში.

საორგანიზაციო კომიტეტი:

მაია კაპანაძე – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ის საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრისა და ირანის კაბინეტის ხელმძღვანელი;

ვახტანგ წივწივაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი;

ქეთევან შოშიაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ანუკი წივწივაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

მედეა წივწივაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

ბექა მანაგაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი; კსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი;

შორენა ქურდაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სამეცნიერო კვლევითი პროექტების კოორდინატორი;

ვერიკო ხუციშვილი – სოციალური მეცნიერებების აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

მარიამ ნებიერიძე – ფილოლოგიის დოქტორი;

თამთა კოდუა – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის კოორდინატორი.

სამეცნიერო საბჭო:

კახაბერ კორძაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ვახტანგ წივწივაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;

მარინა გედევანიშვილი – ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის სპეციალობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

თამარ კიკნაძე – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;

მაია კაპანაძე – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოსა და ირანის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი;

მამუკა თორია – ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;

სესილი გოგიბერიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ციცინო ბუკია – სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის მთავარი რედაქტორი;

ნანა ამირანაშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

დავით კუხალაშვილი – ისტორიის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

მალხაზ ვახტანგაშვილი – ისტორიის დოქტორი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ალიკა გუჩუა – პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს:
ტელ: (995 32) 2 61 12 98 (შიდა 142); +995 558 766 887; +995 577 418 632;
georgia.iran@ciu.edu.ge;
maia.kapanadze@ciu.edu.ge;

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური