საქართველო ზოგადი განათლების გაუმჯობესებისთვის მომუშავე ორგანიზაციის, SICI-ის წევრი გახდა
ირლანდიის რესპუბლიკაში გამართულ ინსპექტორიატების მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციის( SICI) 27-ე გენერალურ ასამბლეაზე, წევრთა სრული თანხმობით, საქართველო და კერძოდ, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ორგანიზაციის 43-ე წევრად იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დღეს, 24 ნოემბერს ავრცელებს.
SICI-ის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების გაუმჯობესებას ინსპექტირების/გარე შეფასების პროცესების გაუმჯობესების გზით.
SICI არის ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაცია. ის დაარსდა 1995 წელს და ამჟამად 43 წევრ ინსპექტორიატს/გარე შემფასებელ ორგანიზაციას აერთიანებს.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადი განათლების ინტერნაციონალიზაციის, გარე შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საინტერესო კვლევებში ჩართვის, გარე შეფასების სფეროში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებებით.
ასევე იხილეთ:
- ცნობილია რომელი საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გააგრძელებენ საქმიანობას ავტორიზაციის გავლამდე – სია by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- 500-მდე მსურველიდან პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსი 25 პირმა მოიპოვა by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- როგორ დავადასტუროთ უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით მიღებული სრული ზოგადი განათლება საქართველოში – პროცედურა by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი