„საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“ – სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გორის უნივერსიტეტში
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა 2021 წლის 08 ივნისს დისტანციური ფორმით ატარებს სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურების სტუდენტებს.
კონფერენციის მიმართულებაა ბიზნესის ადმინისტრირება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეახსენებს კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომ 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენა კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე giuligiguashvili@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
- პირადი მონაცემების (აპლიკაციის) შევსებული ფორმა (გადმოტვირთეთ და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა);
- სამეცნიერო ნაშრომი.
საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით.
მოთხოვნები დეტალურად, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს წარდგენილი ნაშრომი, იხილეთ ბმულზე.
თითოეული ნაშრომის შეფასება მოხდება პროგრამული კომიტეტის მიერ და მოწონებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნოვერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტუშას უნივერსიტეტში გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი