საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და mediachecker-ის რედაქტორი კსუ-ს ესტუმრნენ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და mediachecker-ის რედაქტორი სალომე აჩბა, კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ.
პრაქტიკული სემინარი კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ირინა ღვინერიას ორგანიზებით ჩატარდა, სადაც სტუმრებმა ,,ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის“ პრეზენტაცია გამართეს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული რესურსი, სასწავლო დისციპლინა – კონფლიქტების გაშუქებაში – კსუ-ის სტუდენტებისთვის მანამდეც გამოიყენებოდა, თუმცა სახელმძღვანელო ნაბეჭდი სახით სულ ახლახანს გამოიცა.
გამოცემა დაბეჭდილია ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერების“ ფარგლებში.
ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ქარტიის მისიასა და როლზე, დარღვევების კონკრეტული მაგალითებსა და ფაქტებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და ქარტიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ის სტუდენტები, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პროგრამებსა თუ ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი