GE

საქართველოს მასშტაბით დახურულია 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი – ბოლო კვირის მონაცემები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მტკიცებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება.

უწყების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის 6 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი და დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

“სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზნით, ნოემბრის პირველ კვირაში დამატებით 9 278 მოსწავლე დარეგისტრირდა

საუბარია, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში, აიცრას ყველა 12-დან 15 წლამდე ბავშვი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური