GE

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ექსკლუზიური შეთავაზებები აბიტურიენტებს

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU ბაკალავრიატის საფეხურზე გთავაზობთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს.

– თუ პირველ პრიორიტეტად აირჩევთ, ჯიუ-ს საბაკალავრო პროგრამებს (კოდი ცნობარში: 𝟏𝟒𝟑) ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტისგან ისარგებლებთ შიდა გრანტით და ისწავლით მხოლოდ 𝟏𝟖𝟎𝟎 ლარად.

  • სემესტრში მხოლოდ 𝟗𝟎𝟎 ლარად

– თუ კარგი აკადემიური მოსწრება და მაღალი ქულები გექნებათ, დაფინანსება გაგიგრძელდებათ შემდეგ წლებშიც (სტიპენდიის სახით). თუ არა – მეორე წლიდან გადასახადი იქნება 2250 ლარი (სახელმწიფო ფასი).

აღნიშნული ფასი მოქმედებს შემდეგ პროგრამებზე:

  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟏 ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, მენეჯმენტი)
  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟑 ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟒 ჟურნალისტიკა
  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟔 ტურიზმი

– ხოლო თუ პირველ პრიორიტეტად აირჩევთ, ჯიუ-ს ფსიქოლოგიისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამებს (კოდი ცნობარში: 𝟏𝟒𝟑) ერთი წლის განმავლობაში ჩვენგან მიიღებთ შიდა გრანტს და ისწავლით მხოლოდ 𝟏𝟗𝟓𝟎 ლარად.

  • სემესტრში მხოლოდ 𝟗𝟕𝟓 ლარად

აღნიშნული ფასი მოქმედებს შემდეგ პროგრამებზე:

  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟖 ფსიქოლოგია
  • 𝟏𝟒𝟑𝟎𝟏𝟎𝟓 სამართალი

თუ კარგი აკადემიური მოსწრება და მაღალი ქულები გექნებათ, დაფინანსება გაგიგრძელდებათ შემდეგ წლებშიც (სტიპენდიის სახით). თუ არა – მეორე წლიდან გადასახადი იქნება 2500 ლარი.

წლიური თანხის ღირებულების შეტანა ხდება 𝟒 ნაწილად.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც მსხვილი უცხოური საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგის ქოლგის (CIEG) ქვეშ მოექცა და აგრძელებს თავის საქმიანობას.

უნივერსიტეტი, თავისი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მისცეს სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლება, შეასწავლოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე შექმნილ კონკურენტულ გარემოში მათ ადაპტირებას.

უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწავლა ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. სწორედ ეს განაპირობებს წელს აბიტურიენტებისათვის მომზადებულ ექსკლუზიურ ფინანსურ შეთავაზებებს. გარდა ამისა, 2024 წლის აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტს მოხსნილი აქვს შიდა ბარიერი.

რატომ უნდა აირჩიოთ GIU? რა უპირატესობები აქვს უნივერსიტეტს და რას გთავაზობთ ამჯერად აბიტურიენტებს?

– საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტების განათლებასა და პიროვნულ განვითარებას უზრუნველყოფენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის სპეციალისტები;

– თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია; იმიტირებული სასამართლო დარბაზი; იურიდიული კლინიკა; იმიტირებული ტურისტული სააგენტო; კონსალტინგური ცენტრი, ტელე და რადიო სტუდიები და სხვ.;

– სტუდენტებს შეუძლიათ დაეუფლონ ჩინურ, კორეულ და იაპონურ ენებს. ასევე გაიარონ სტაჟირება/პრაქტიკა შესაბამისი ქვეყნების კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში;
– უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 87% დასაქმებულია და მუშაობს სპეციალობის მიხედვით;

– GIU-ში სახელმწიფო გრანტი უდრის დამატებით 100-ლარიან სტიპენდიას;

– ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ერთი წლის განმავლობაში, ისარგებლებენ სტიპენდიით;

– ერთი სკოლიდან ჩარიცხული აბიტურიენტები, ერთი წლის განმავლობაში, ისარგებლებენ უნივერსიტეტის თანადაფინანსებით;

– GIU-ში ერთდროულად სწავლის პერიოდში ერთი ოჯახის წევრები ისარგებლებენ უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებით;

– აბიტურიენტები, რომელიც აირჩევენ GIU-ს პირველ პრიორიტეტად, ნებისმიერი რაოდენობის სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტისგან მიიღებენ 100-ლარიან სტიპენდიას;

– აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ში, ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 1 წლის განმავლობაში;

– სოციალური პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის GIU-ში მოქმედებს შიდა გრანტი;

– სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა შესაძლებელია ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად.

GIU-ში თქვენ გელოდებათ:

– საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სტუდენტური ცხოვრება;
– ლექციებზე მოწვეული უცხოელი სპეციალისტები;
– დასაქმება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
– ინტელექტუალური და სპორტული აქტივობები.

დღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი განვითარების ახალ საფეხურზე იმყოფება – გაიზარდა უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალი; ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის, უცხოენოვანი; გაფართოვდა უცხოელი პარტნიორებისა და თანამოაზრეების არეალი.

უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ეძლევათ საშუალება, ისწავლონ ევროპისა და აზიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

– საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ პეჩის უნივერსიტეტთან (უნგრეთი), კლაიპედას გამოყენებით მეცნიერებათა სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ლიეტუვა), ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია) ერთად ჩართულია „ERASMUS+“-ის მობილობის პროგრამებში და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აძლევს საშუალებას, თავიანთი თანატოლებისა და კოლეგებისგან შეიძინონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, აიმაღლონ აკადემიური კვალიფიკაცია.

– გარდა ევროპისა, უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი აზიის რამდენიმე უნივერსიტეტთან მოქმედ გაცვლით პროგრამებშიც. ეს უნივერსიტეტებია: გუანჯოუს საერთაშორისო ეკონომიკურ კოლეჯი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა), სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტი (სამხრეთ კორეა), ბუსანის უცხოურ სწავლებათა უნივერსიტეტი (სამხრეთ კორეა) და სხვ.

2023 წლიდან უნივერსიტეტი ჯიუ ახორციელებს „ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების ორ პროექტს:

1. „RE-DIRECTION” – პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების ხელახალი განსაზღვრა ციფრულ კონტექსტში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საერთო, ინკლუზიურობისა და მდგრადობის ჩარჩოს შექმნით;

2. „STEM4Humanities“ – პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, STEM უნარებსა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და, მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ და სოციალურ განათლებას შორის არსებული ნაპრალების შევსება უმაღლესი განათლების ძირითადი საკითხების სრულყოფილად დანერგვისთვის.

ზემოთხსენებული პროექტები შესანიშნავი საშუალებაა ახალი საქმიანი ურთიერთობების, ასევე ინტერნაციონალური, მასშტაბური, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობების განსახორციელებლად.

იხილეთ 2024-2025 სასწავლო წლის ფინანსური შეთავაზებები.

უნივერსიტეტის კოდი – 143

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური