GE

საქართველოს უნივერსიტეტებში მაღალკვალიფიციური პროფესორების დეფიციტია

განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას თქმით, დღეს საქართველოს უნივერსიტეტებში შესაბამისი რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორები არ მუშაობენ.

„როდესაც 75 უნივერსიტეტი გაქვს, ცხადია, უნდა გყავდეს შესაბამისი რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორი. ასეთი პროფესორი ამ რაოდენობით კი არ გვყავს საქართველოში. ამდენი მაღალი კვალიფიკაციის პროფესორი არ ჰყავს არცერთ ქვეყანას, მათ შორის ჩვენზე მოსახლეობით ათჯერ უფრო დიდ ქვეყნებს. ჩვენთან ეს პროფესორები გაფანტულნი არიან, შესაბამისად, ისინი ვერ ქმნიან საუნივერსიტეტო ან კვლევით გაერთიანებებს“, – ამბობს ჯანაშია.

ლიბცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე, რომლის თემაც ქვეყანაში უმაღლესი განათლების პრობლემები და შესაძლებლობები იყო, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ  კვალიფიცირებული პროფესორების ნაკლებობას განაპირობებს უნივერსიტეტების ბიზნესად გადაქცევა, ის, რომ „მათი უმეტესობა ორიენტირებულია შემოსავალზე და არა ხარისხზე.“

„არის კვლევის პრობლემაც. მათ შორის არ იკვლევენ ისეთი პროფესორებიც, რომელთაც კვლევის მაღალი კომპეტენციები აქვთ. ისინი ბევრი სხვა საქმით არიან დაკავებული. მაგალითად, პროფესორების გარკვეული ნაწილი დადის ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში, გადადის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, რადგან მეტი შემოსავალი ჰქონდეს. პროფესორების ნაწილს კი კომპეტენციის პრობლემაც აქვს.

„კვლევის კომპეტენციებზე საუბრისას შეიძლება გამოგვადგეს სადოქტორო ხარისხების შესახებ ჩატარებული კვლევა. იქ ვნახეთ, რომ ის ადამიანიები, რომლებმაც დაიცვეს სადოქტორო, მათ შორის არიან პროფესორებიც, მაინცდამაინც მაღალი დონით არ გამოირჩევიან. დისერტაციებში წერია ისეთი რაღაცები, რაც ბაკალავრმაც კი უნდა იცოდეს რომ შეცდომაა“, –აცხადებს მკვლევარი.

„ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებელში შეიძლება წიგნი არ იყოს და უმაღლესი სასწავლებელი ერქვას“

მოამზადა გვანცა გუბელაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური