GE

„საქართველოში კოვიდ ინფექციით ბავშვების 11% -მდეა დაავადებული“

პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდ ინფექციით ბავშვების 11%-მდეა დაავადებული, მათგან ყველაზე დიდი რაოდენობა 10-დან 18 წლამდე მოზარდებზე მოდის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ილაპარაკა, სადაც მოზარდ თაობაზე პანდემიის გავლენის შესახებ ისაუბრეს.

„სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, საქართველოში ბავშვთა პოპულაციის 11%-მდეა უშუალოდ კოვიდით დაავადებული, აქედან უფრო მეტი 2/3 მოდის 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო მანამდე არის დაახლოებით 1/3“, – აცხადებს პედიატრი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 131 პირი. თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ბოლო 7 დღის მონაცემებით დადებითობის მაჩვენებელი შეადგენს 6,76 %-ს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 521, იმერეთში – 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 481, აჭარაში – 83, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 10, იმერეთში – 12.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური