GE

საქართველოში მიღებული განათლებით გამოკითხულთა 5% საქმდება

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, რომელიც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ ჩატარდა ირკვევა, რომ საქართველოში მიღებული განათლებით მხოლოდ 5% პოულობს სამსახურს და ახერხებს დასაქმებას.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დასაქმებაში წარმატების მისაღწევად „ნაცნობობას“ უჭირავს 37%–ით. მას მოსდევს პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილება 23%–ით.

უცხოეთში მიღებული განათლება 9%

ნიჭი 8%

შრომისმოყვარეობა 7%

გამართლება 6%

საჭირო ხალხის პატივისცემა 3%

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი დღეს წარუდგინა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური