„საქართველოში სამოქალაქო განათლების კუთხით ახალი პროგრამა დაიწყება“
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო განათლების კუთხით ახალი პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ მან დღეს, 21 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოსა და აშშ-ს შორის 67 მილიონი დოლარის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში. იმ 7 მილიონის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. დაიწყება ახალი პროგრამა სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურსს, რომ კადრები ამ სფეროში მზად იყვნენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
განათლების სფეროს გარდა, საგრანტო თანხა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, საწარმოების განვითარებას და ენერგეტიკის სფეროს განვითარებას მოხმარდება.
2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების გამოცდა არ ჩატარდება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება