საქართველოში შოთა რუსთაველის დღე დაწესდება
გიორგი კვირიკაშვილი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კულტურისა და განათლების მინისტრებს დაავალა შოთა რუსთაველის დღის დასაწაესებლად იმუშაონ და მეტი კონკტრეტიკა შესთავაზონ.
,,შოთა რუსთავლის დაბადებიდან წელს 850 წელი გავიდა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავაშირებით არა ერთი საზეიმო ღონისძიებას დავსწრებივარ, თუმცა საარჩევნო პრიცესების გამო ამ იუბილის სათანადოდ აღნიშვნა ვერ შევძელით. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა დაგვეწესებია რუსთაველის დღე, რომელიც გახდებოდა პოეზიისა და ჰუმანიზმის ზეიმი, რომელიც იქნებოდა საქართველოს კულტური მიმართულებით წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მინსტრებს ამ თემაზე სამუშაოდ დრო მომავალ მთავრობის სხდომამდე მისცა.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება