საქართველოში უფროსის სტატუსი 32 000-მდე მასწავლებელს აქვს – უახლესი სტატისტიკა
საქართველოში, სტატუსის მიხედვით ყველაზე მეტი უფროსი მასწავლებელია და მათი რაოდენობა 31 843 შეადგენს.
როგორც EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ დროისთვის საქართველოში მასწავლებლების რაოდენობა სტატუსების მიხედვით საჯარო სკოლებში შემდეგნაირად ნაწილდება:
მენტორი – 264;
პრაქტიკოსი -8 242;
უფროსი – 31 843;
წამყვანი – 7 593
და სპეციალური მასწავლებელი – 1 908.
რაც შეეხება ხელფასსა და მათ დანამატს, როგორც EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოებისა და სარგოებზე დანამატების გაანგარიშება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხორციელდება. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა სტატუსების მიხედვით კი შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
უფროსი მასწავლებელი – 570 ლარი;
წამყვანი მასწავლებელი – 950 ლარი;
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი – 1250 ლარი.
ცნობისთვის ის სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს გამოცდის საფუძველზე აიმაღლებენ, უკვე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. ამ ეტაპზე კი მაგისტრის სტატუსის მქონე მხოლოდ 12 უფროსი სპეციალური მასწავლებელი გვყავს.
რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებელს, კორონავირუსის პანდემიის გამო ნოემბერში დაგეგმილი მათი გამოცდა გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, ისინი სტატუსის ამაღლებას ზაფხულში შეძლებენ, როცა სავარაუდოდ, მათთვის გამოცდა ჩატარდება.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება