სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.
ტრენინგები საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვალს გამოცხადდა და 23 მარტს დასრულდება. წელს პირველად სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია