სასკოლო საჩოგბურთო შეჯიბრებები
სპორტკომპლქს „გიო-მირის“ საჩოგბურთო კორტებზე საჯარო სკოლებს შორის ჩოგბურთის შეჯიბრების მეორე საფინალო ეტაპი გაიმართა. ფინალში პირველი ეტაპის ქვეჯგუფების გამარჯვებული 64 ბავშვი მონაწილეობდა. ფინალისტებს სამხსოვრო დიპლომები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ გადასცა.
პირველ სამ ადგილზე გასულ ბავშვს საჩოგბურთო კლუბში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა. ღონისძიებას საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრებების პირველი ეტაპი 15-30 აპრილის ჩათვლით მოეწყო, მასში 25 საჯარო სკოლიდან შერჩეული 200 პირველკლასელი მონაწილეობდა. ეს შეჯიბრებები იმ საჯარო სკოლებში ჩატარდა, სადაც 2012 წლის მიწურულს სტანდარტული ზომის საჩოგბურთო მოედნები მოეწყო. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებული სასკოლო ჩოგბურთის განვითარების პროგრამის მიზანია, მოხდეს ჩოგბურთის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ბავშვების სელექცია და ჯანმრთელი თაობების აღზრდა.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო