სასწავლო წლის დასრულებისთანავე ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანაც შეწყდება – განმარტება სკოლებისთვის
2020-2021 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები არიან ელექტრონული ჟურნალი აწარმოონ. (თუმცა ფურცლის ჟურნალი ჯერ გაუქმებული არ არის ავტ.) აღნიშნულ ვალდებულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს.
გასულ სემესტრში ელ.ჟურნალი ხარვეზებით მუშაობდა, მასწავლებლებსაც მონაცემების შეტანისას პრობლემები ექმნებოდათ. ამის გამო ჟურნალში შედეგების შეტანისა და გასწორების ვადამ არაერთხელ გადაიწია.
20 მაისს, EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რომ გასული სემესტრისგან განსხვავებით, სასწავლო წლის დასრულებისთანავე ელ.ჟურნალში შეფასებების შეტანა აღარ განხორციელდება. ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილმა განგვიცხადა.
„სასწავლო სემესტრის დასრულების დროს ელ.ჟურნალში შეფასებების შეტანაც დასრულდება, წინა სემესტრისგან განსხვავებით, ამ სემესტრში თარიღის გადაწევა დაგეგმილი არ არის. პლატფორმა გამართულად მუშაობს. თუკი ვინმეს რაიმე ტექნიკური ხარვეზი აქვს, ან რაიმეში ვერ გაერკვნენ, გვიკავშირდებიან და შემდეგ ინდივიდუალურად ვაგვარებთ ამ პრობლემას და ვასწორებთ იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება იყოს. ამ ეტაპისთვის ჟურნალს არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთადერთი გამოწვევა არის ის, რომ მოსწავლეები ყოველკვირეულად ონლაინიდან დასწრებულზე გადადიან, ან პირიქით და შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ უჩანს მასწავლებელს. რომ არ უჩანთ, ეს არ ნიშნავს, რომ სისტემაში არ არის, უბრალოდ, მასწავლებლის მხარეს არ ჩანს ეს მონაცემები“, – განაცხადა ნინო ეფხოშვილმა.
მისივე განმარტებით, რადგან მე-12 კლასი ადრე ამთავრებს სკოლას, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გაეგზავნება ინფორმაცია ელ.ჟურნალში შეტანილი ნიშნების შესახებ და სემესტრის ბოლომდე ამ მონაცემს ყველა სასწავლო დაწესებულება დაინახავს.
„მე-12 კლასელების შემთხვევაში, ვინაიდან ადრე ამთავრებენ სასკოლო პროცესს, ყველა სკოლას გაეგზავნება ინფორმაცია, რა ნიშნებიც არის შეტანილი ელ. ჟურნალში. ამის შემდეგ, ანუ სემესტრის დასრულებამდე, ამ მონაცემს ყველა სკოლა დაინახავს“, – განაცხადა ნინო ეფხოშვილმა.
2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება უკვე სავალდებულო გახდება, შესაბამისად გაუქმდება მატერიალური ჟურნალების წარმოება.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება