GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში „მაჰატმა“

ფოტო –
3492

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში „მაჰატმა“ (უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მაგისტრი: ლიდერების ჩამოყალიბება განათლების ტრანსფორმაციისათვის – 530311-TEMPUS-1-2012-1-AM-TEMPUS-JPCR (2012-400). გრანტი მოპოვებულია სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ. პროექტში მონაწილეობენ უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები 7 ქვეყნიდან (სომხეთი, საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ჩეხეთი), მისი ხანგრძლივობაა 3 სასწავლო წელი. პროექტის გახსნის შეხვედრა ჩატარდა ერევანში ა.წ. 11-12 დეკემბერს.

პროექტის ფართო ამოცანაა, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების მენეჯმენტის ტრანსფორმაციას სომხეთსა და საქართველოში. ამისათვის შემოტანილი იქნება ახალი სამაგისტრო პროგრამები და პროფესიული განვითარების კურსები უმაღლესი განათლების მენეჯმენტში. პროექტის კონკრეტული მიზნებია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, განახორციელონ ეს პროგრამები, ასევე წარიმართოს დიალოგი განათლებაში ყველა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს (ე.წ. შეაჰოლდერებს) შორის – ჩამოყალიბდეს განმანათლებლების პროფესიული ასოციაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ განათლების სისტემის ტრანსფორმაციას.

შზსუ-ში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში, რომელიც იქნება მოდიფიცირებული უმაღლესი განათლების მენეჯმენტის პროგრამაში. რადგან მოქმედი პროგრამა იქნა აკრედიტებული 2012 წ. 1 თებერვალს ხუთი წლის ვადით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნლი ცენტრის მიერ, მათ, ვისაც სურთ ისწავლონ ამ პროგრამაზე, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ეროვნულ საგამოცდო ცენტრში სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და, წარმატების შემთხვევაში, მოიპოვონ გრანტი, რომელიც სწავლის თანხის საგრძნობ ნაწილს დაფარავს (წლიური გადასახადი იქნება 3000 ლარი). პროგრამის შესახებ უფრო მეტი დეტალები განთავსებული იქნება თებერვალშიგანათლების ფაკულტეტის ვებგვერდზე და ფეისბუკზე. პროგრამა მოიცავს საუკეთესო სტუდენტების ორთვიან გაცვლას მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტებში (პროექტის ხარჯზე). სამი სემესტრის განმავლობაში სწავლა იქნება კვირაში სამჯერ (სამ-სამი საათი) საღამოობით (შესაძლებელია შაბათს სწავლა) – დეტალები შეთანხმებადია. სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად სტუდენტებს ეყოლებათ 2 ხელმძღვანელი: ერთი შზსუ-დან, მეორე კი – პროგრამაში მონაწილე ევროკავშირის ქვეყნიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური