GE

საზეიმოდ დაიხურა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში

2 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა მეხუთე საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე.

თბილისში წელს ჩამოვიდნენ გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და მოლდავეთიდან.
ოლიმპიადაში მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს პროგრამისტულ ელიტაში შემავალი მთელი რიგი გუნდები და ცალკეული მონაწილეები, მათ შორის წამყვანი ქართველი სტუდენტები და მოსწავლე პროგრამისტები.

ილია ვეკუას 2011 წლის თასი მოიპოვა სანკტ–პეტერბურგის გუნდმა; მეორე ადგილზე გავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. ამ გუნდებს პირველი ხარისხის დიპლომები ერგოთ.

ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელსაც გათამაშდა 2 სპეციალური პრიზი. ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებული ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიადაში თბილისიდან მონაწილე საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ჩამოსული იყო თბილისში და მასვე ერგო მეორე ხარისხის დიპლომიც), ხოლო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით – ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან (თსუ–ს გუნდი და მასვე ერგო მეორე ხარისხის დიპლომიც).

ხსენებულ პრიზებს წელს პირველად დაემატა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დააწესა და რომელიც საუკეთესო ქართველ მონაწილეს, მეოთხე ადგილზე გასულ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილს გადაეცა
მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა აგრეთვე თსუ–ს კიდევ ერთმა გუნდმა
.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური