საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და საგანგებო მდგომარეობების მართვა
2011 წლის 20-24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით II ტრენინგს ტრენერებისათვის თემაზე – “საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და საგანგებო მდგომარეობების მართვა”. ტრენინგი წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ადაპტირებული სასწავლო პროგრამას…
სწავლება ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და თსსუ-ის ერთობლივი
ძალისხმევით. სასწავლო პროცესში მთლიანად იყო ჩართული სამედიცინო უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირებისა და მართვის სასწავლო ცენტრი.
ტრენინგს მსმენელების რანგში ესწრებოდნენ დედაქალაქისა და საქართველოს რეგიონების (ვანის, დუშეთის, ასპინძის, ქარელის, ხარაგაულის, დედოფლისწყაროს, ლენტეხის, ზემო აფხაზეთის, ყაზბეგის) საავადმყოფოების ხელმძღვანელები. ასევე, საქართველოს წვრთნებისა და განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ტრენინგი საინტერესო დისკუსიებით და სამაგიდო სიმულაციური ვარჯიშებით მიმდინარეობდა.
24 ივნისს ტრენინგის დასკვნით ნაწილში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა საველე სიმულაციური კომბინირებული ტრენინგი (კატასტროფის იმიტაცია), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის სამაშველო-მობილური ჯგუფის წევრებმა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრისა და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა. გაიშალა საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც ტრენინგის მონაწილეების მიერ შესრულდა ყველა ის საჭირო სამედიცინო პრაქტიკული ვარჯიში, რაც თეორიული სწავლების დროს იქნა გავლილი.
იმიტირებული სცენარის მიხედვით – „თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოში ტერორისტებმა ააფეთქეს წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი (400 გრ.) და გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება ციანიდი. ტრენინგის მოანაწილეებმა მოახდინეს ტერორისტული აქტის შედეგად დაშავებულების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და შემდგომ მათი სასწრაფო დახმარების მანქანებით ჰოსპიტალიზაცია“.
დასასრულს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ტრენინგის მონაწილეებს გადასცა ინსტრუქტორის სერტიფიკატები.
ტრენინგს დაესწრნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაცის და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საგანგებო სიტუაციებში უტე ენდერლაინი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი მარსელ დუბლიო, დედაქალაქისა და რეგიონების კლინიკების ხელმძღვანელები.
-
8000–ლარიანი ემორის პროგრამა თსსუ–ში – რამდენად ხარისხიანია სამედიცინო განათლება საქართველოში
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის) პროგრამა
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
-
თამარ სანიკიძე საუნივერსიტეტო კლინიკის სამუშაო პროცესს გაეცნო
by თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი