GE

სერტიფიცირებული კურსები უფროსკლასელებისთვის – „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია უფროსკლასელებს (IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს) გაუწევს მენტორობას დიდი ბრიტანეთის Open University-ის მიერ შემუშავებულ პროფესიულ სერტიფიცირებულ კურსებს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.

კურსის ფარგლებში:

  • შეისწავლით რა არის პოლიტიკა: პოლიტიკის არსი, პოლიტიკური ასპექტები, პერსპექტივები პოლიტიკაში;
  • შეისწავლით ევროპის პოლიტიკურ სისტემას და ინსტიტუტებს;
  • დეტალურად გაეცნობით ელექტრონული კურსის სპეციფიკას და პორტალის მუშაობის პრინციპებს.

წინასწარი რეგისტრაციის ბმული
კურსის წარმატებით დასაძლევად, სასურველია ფლობდეთ ინგლისური ენის B1 დონეს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: t.shurghulaia@sangu.edu.ge
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ონლაინ შეხვედრის ბმული

შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური