შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიღწევები 2019 წელს და 2020 წლის გეგმები
კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გასულ წელს აფასებენ. მოკლე შეჯამება EDU.ARIS.GE-სთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მისმა რექტორმა გააკეთეს. ილიას ჩილოღლუ სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:
-როგორია თქვენი უნივერსიტეტის კონკრეტული მიღწევები 2019 წელს?
-2019 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გლობალური მაშტაბით აღიარებული საუნივერსიტეტო გაერთიანების Magna Charta Consorcium-ის წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 1000-მდე წამყვან უნივერსიტეტს. უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული მსოფლიოს 70-მდე წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. გავხდით ფრანკოფონიის უნივერსიტეტების გაერთიანების წევრი.
-რით დაგამახსოვრათ 2019-მა წელმა თავი უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით, რა იყო ასეთი ნაბიჯი თქვენი აზრით?
-2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა. EQAR-ში რეგისტრაციას წინ უსწრებდა ENQA-ს დადებითი შეფასება და სრული წევრის სტატუსის მოპოვება, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის აპრილში მიაღწია.
ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები გამოქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას.
-როგორია თქვენი უნივერსიტეტის ადგილი და როლი ქართული უმაღლესი განათლების ჭრილში 2019 წელს და რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლისგან?
-უნივერსიტეტში შექმნილია მულტიკულტურული, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლის მაღალ დონეს უზრუნველყოფს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პროფესორები, ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები და აქტივობები. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდებითა და ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს. სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორცილების პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ტექნოლოგიების როლი და მისი გავლენა დასაქმების ბაზარზე, ასევე ამ მიმართულებით ანალიტიკური აზროვნების, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარების საჭიროება. შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
სტუდენტთა და თანამშრომელთა გაცვლის კუთხით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან.
უნივერსიტეტი წელიწადში ორჯერ გამოსცემს ინგლისურენოვან სამეცნიერო რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის სპეციალისტებით და მკვლევარებით.
უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება მაშტაბური საერთაშორისო კონფერენციები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით. კონფერენციებში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებული დარგის წამყვანი მკვლევარები.
უნივერსიტეტი ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში (Erasmus+, DAAD, Tempus, Visegrad Fund, Black Sea Cross Boarder Cooperation) და არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის არაერთი სამეცნიერო გრანტის ბენეფიციარი.
-რა არის 2020 წლის გეგმები და პროგრამა მაქსიმუმი, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მომავალ წელს და სურვილები ქართული უმაღლესი განათლების გაჯანსაღებისთვის
-2020 წლისათვის უნივერსიტეტს აქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ერთობლივი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, საგანმანთლებლო და კვლევით პროცესში ჩართული უცხოელი პროფესორებისა და სტუდენტების გაზრდა. უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს 40 აკრედიტირებული პროგრამა. შრომის ბაზრის კვლევის ანალიზის საფუძველზე, უნივერსიტეტი დამატებით გეგმავს ახალი პროგრამების აკრედიტაციას. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს ინფრასტრუქტურის განვითარებას.
- თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“ by გაიციანით მეცნიერი
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- ილიაუნის რექტორი: „გვჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ“ by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი