შედეგები და შეფასების სქემები უცხოურ ენებსა და ისტ-ში – მასწავლებლის ტესტირების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა – გამოცდები 2023
დღეს, 15 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების შედეგები უცხოურ ენებსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ცნობით, 2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 18 აგვისტოდან დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი