შემუშავდება მოსწავლეთა ეროვნული შეფასება – განათლების მინისტრმა სასკოლო შეფასების დანერგვის ვადებსა და შინაარსზე ისაუბრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ სკოლებში მოსწავლის არანაირი შეფასების მექანიზმი არ გვაქვს.
მისი თქმით, მისაღები გამოცდების ცვლილების საკითხიც მხოლოდ დღეს არსებული ეროვნული გამოცდების ცვლილებას არ უკავშირდება და უფრო ფართო სურათში უნდა დავინახოთ, რაც პირდაპირ სასკოლო შეფასებასთან არის კავშირში.
“ჩვენს პარტნიორ დონორებთან ერთად, მალე დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან, მე ვფიქრობ, რომ ისტორიულ პროექტს. ეს არის სკოლიდან ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში, მათ შორის პროფესიულ განათლებაში. რას ნიშნავს ეს: სკოლებში რაც იყო [შეფასება], ის გაუქმდა და, ე.წ. კატის გაუქმების გადაწყვეტილებას სრულად ვეთანხმები, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ არანაირი შეფასება დღეს ჩვენ სკოლებში არ გვაქვს. რა თქმა უნდა, იქ არის საგნობრივი გამოცდები, მაგრამ ის, რომ ვთქვათ მეექვსე კლასის ბოლოს, მეცხრე კლასის ბოლოს ან თუნდაც მე-12 კლასის ბოლოს გავზომოთ ბავშვების ცოდნა, დღეს ეს არ გვაქვს.
“ამიტომ, ვიწყებთ სკოლებში ეროვნულ შეფასებაზე მუშაობას, რომელიც უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, გავზომოთ ბავშვების ცოდნა. რა იქნება ეს – დღეს ამის თქმა რთულია. ეს შეიძლება იყოს გამოცდა, შეიძლება იყოს ტესტი, შეიძლება, რომ იყოს ე.წ. ჯიპიეის დათვლის მეთოდოლოგია, დაახლოებით, სადღაც აქ ვართ და ბუნებრივია, ეს ბმაშია ეროვნულ გამოცდებთან და მისი მოდიფიკაცია პირდაპირ უკავშირდება შეფასების იმ მექანიზმს, რომელსაც ჩვენ შევქმნით სკოლებში. ეს არის დაახლოებით ორწლიანი პროგრამა/პროექტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორ წელიწადში უკვე გვექნება სიახლეები ამ კუთხით. … ვეხებით უდიდეს საკითხს და ამ ორ კომპონენტს ებმის უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილებაც”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა “ტელეკომპანია იმედის” პირდაპირ ეთერში 24 მაისს.
ამავე თემაზე:
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება