სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
„ძალიან მალე საზოგადოებისთვის ხილული იქნება ის შედეგები, რაც სამინისტროს საქმიანობიდან და საპარლამენტო კუთხით იქნება განხორციელებული“, – ასე შეაფასა EDU.ARIS.GE – სთან საუბარში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა გიორგი ამილახვარის ხედვა მოისმინეს და კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.
გივი მიქანაძეს ვკითხეთ, როგორ უყურებს სკოლის გამოსაშვები, იგივე საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხს და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გვიხსნის, ამ თემაზე უნდა იმსჯელონ.
„გაუქმება დიდი შეცდომა იყო“ – რას ფიქრობენ აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების დაბრუნებაზე
„დააბრუნეთ საატესტატო გამოცდები!“ – რა კითხვები აქვს განათლების მინისტრთან საზოგადოებას
„ეს მარტივი საპასუხო თემა არ არის და დამატებითი შესწავლა სჭირდება. თუმცა, გეთანხმებით, რომ ეს საკითხი არის აქტუალური და ამ თემაზე, ჩვენ როგორც საკომიტეტო კონტექსტში, ასევე სამინისტროსაც ექნება გარკვეული პოზიციების ჩამოყალიბება და ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას მალევე გავცემთ ამ კითხვაზე არგუმენტირებულ და სრულფასოვან პასუხს. ეს საკითხი აქტუალურია და ჩვენს დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად არის“, – განუცხადა EDU.ARIS.GE – ს გივი მიქანაძემ.
ასევე იხილეთ:
რამდენად დაეხმარა აბიტურიენტებს CAT-ის გამოცდების გაუქმება ეროვნულებისთვის მომზადებაში
ესაუბრა ბაჩანა ტყემალაძე
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება