GE

„სიტყვების პირამიდა“ – წიგნის წაკითხვის დამატებითი სტიმული მოსწავლისთვის და არამხოლოდ

ზაფხულის არდადეგებს ბევრი მოსწავლე და მშობელი მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტების წასაკითხადაც იყენებს — ეს ძალიან სასარგებლო საქმიანობაა.

USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში, რომელიც 22 ივნისს გამოქვეყნდა, შემოთავაზებულია ისეთი რესურსის აღწერა, რომელიც ბავშვებს წიგნის წაკითხვის დამატებით სტიმულს გაუჩენს.

აღწერის თანახმად, ვიდეოში წამროდგენილია ლექსიკური მარაგის გამდიდრების ერთ-ერთი სასარგებლო აქტივობის მიხედვით სასწავლო რესურსის შექმნა. იგი დაკავშირებულია ტექსტების გააზრებასთან, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის მის გამოყენებას.

სიტყვების პირამიდის გასაზიარებელი სლაიდები

მაშ ასე წაიკითხეთ ტექსტი, შეარჩიეთ მასში 4 საკვანძო სიტყვა და ააგეთ სიტყვების პირამიდები ისე, როგორც ამ ვიდეოშია აღწერილი.

გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური