სკალირება და გათანაბრება – განმარტება
თანდართულ ფაილში მოცემულია პრეზენტაცია სკალირებაზე და ქულების გათანაბრების პრინციპი რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიაზროთ მსოფლიოში აპრობირებული ეს მეთოდი:
სკალირებისა და გათანაბრებული ქულის გამოთვლის მეთოდი
რა არის სკალირება?
გამოცდა თითოეულ საგანში რამდენიმე სესიად მიმდინარეობს, რაც განაპირობებს საგამოცდო ტესტების სხვადასხვა ვარიანტის გამოყენების აუცილებლობას. შესაძლოა, კონკრეტული საგნის ტესტის სხვადასხვა ვარიანტი სირთულის თვალსაზრისით უმნიშვნელოდ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, ამიტომ აბიტურიენტებისათვის თანაბარი საკონკურსო პირობების შესაქმნელად გამოიყენება სკალირება. სკალირება ხდება სპეციალური პროგრამის გამოთვლის საშუალებით, ის უნივერსალური მეცნიერული მეთოდია და აბიტურიენტების მიერ მიღებული შედეგების საერთო სტანდარტულ სკალაზე განთავსების საშუალებას იძლევა. სკალირება ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების ერთმანეთთან შედარების საშუალებას გვაძლევს და, ამდენად, მაქსიმალურად იცავს აბიტურიენტების ინტერესებს.
-
ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
by საცნობარო
-
რა მოეთხოვება აბიტურიენტს და როგორ შეფასდება ტესტი – 2026 წლის ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
by საცნობარო
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
by საცნობარო