GE

სკოლა, რომელიც გასწავლის როგორ გახდე წარმატებული

ევროპული განათლება, თავისუფალი არჩევანი და მრავალფეროვანი სასკოლო დღეები – ამ ყველაფერს სკოლა „ლოგოსი“ თავის მოსწავლეებს სთავაზობს. ეს არის სკოლა, რომელიც ამაყობს თავისი წარსულით, რადგან ყველა მისი სკოლადამთავრებული დღეს ან ისევ სწავლობს ევროპისა და ამერიკის ცნობილ უნივერსიტეტებში ან მისი კურსდამთავრებულია. როგორც EDU.ARIS.GE – სთან სკოლის დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი აცხადებს, „ლოგოსში“ მოსწავლეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი. სკოლაში მიღებული განათლება კი თითოეულ მათგანს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს.

ინფორმაცია სკოლის შესახებ, ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია

სწავლის ღირებულება – საერთაშორისო აკადემია ლოგოსი

რა განასხვავებს „ლოგოსს“ სხვა სკოლებისგან?

გიორგი ჩავლეიშვილი: „ლოგოსის“ განმასხვავებელი ნიშანი მოსწავლეებთან ჩვენი მიდგომაა. ჩვენ ვთავაზობთ არჩევანის თავისუფალებასა და მრავალფეროვნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე მოსწავლეებმა უკვე იციან სად სურთ სწავლის გაგრძელება, საქრათველოში, თუ საზღვარგარეთ.

ჩვენი მოსაწავლეების 50% სწავლას ამერიკის, გერმანიის, ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებს, დანარჩენი 50% კი საქართველოში.

ამასთან, მეთერთმეტე კლასში შეგვაქვს საგანი College Counseling, რომლის საშუალებითაც ბავშვები სწავლობენ, როგორ უნდა მოიძიონ საზღვარგარეთ არსებული უნივერსტიტეტები, შეავსონ აპლიკაციები, დაწერონ ესეები და ა.შ. მიუხედავად ამისა, სკოლა თითოეულ მოსწავლესთან დამატებით ინდივიდუალურად მუშაობს, რათა მათ სწორად შეარჩიონ სასწავლებლები, დაინახონ სად ექნებათ მოხვედრისა და დაფინანსების მიღების მაღალი შანსი.

„ლოგოსის“ სხვა სკოლებისგან განმასხვავებელ კიდევ ერთ ნიშნად შეგვიძლია კურიკულუმში (საგანმანათლებლო პროგრამაში) შესული დამატებითი საგნები მივიჩნიოთ. მაგალითად, TOEFL, IELTS, SAT და ამ ყველაფრის სწავლა ბავშვებს სხვაგან აღარ სჭირდებათ. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგნების 30-40% ინგლისურ ენაზე ტარდება. გარდა ჩამოთვლილი საგნებისა, ინგლისურად ისწავლება: ალგებრა, კალკულუსი, TOEFL Junior, English and History და Practical English

2016 წელს სკოლა 14-მა მოსწავლემ დაამთავრა. 13-მა სწავლა ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტში დაფინანსებით გააგრძელა – საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მიღწევები!

რა სახის აქტივობებით არიან „ლოგოსის“ მოსწავლეები დაკავებულნი?

გ.ჩ.: მოსწავლეებს ყოველდღიურად 7-8 გაკვეთილი უტარდებათ. ამასთან, მათ შეუძლაით სასურველ საგანში დამატებითი გაკვეთილები მოითხოვონ, იმ შემთხვევაში თუ რაიმე ვერ გაიგეს, ან პროგრამას არიან ჩამორჩენილნი. როგორც წესი, დამატებით გაკვეთილებს ან თავად მოსწავლე ითხოვს, ან მასწავლებლის რეკომენდაციით ხდება, ან თავად მშობელს სურს.

ასევე, გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია „ლოგოსისა“ და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის თანამშრომლობა. ჩვენ თითქმის ყველა მათ ღონისძიებას ვაფინანსებთ და „ლოგოსის“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საქმიანობასა და ღონისძიებებში.

სკოლაში ყოველწლიურად ვაკეთებთ საშობაო ფესტივალს, რომელშიც ყველა იღებს მონაწილეობას. ეს არის საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც ბავშვები თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს, საკვებს და სხვადასხვა ნივთებს ყიდიან. საბოლოოდ კი ვეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

გვაქვს ასევე მრავალფეროვანი კლუბები, დაწყებული იაპონური ენის შემსწავლელი კურსებიდან, დამთავრებული თეატრისა და კინოს კლუბით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თავიდან ბოლომდე მოვერგოთ მოსწავლეთა ინტერესებს. მთავარია, მოსწავლემ გამოხატოს სურვილი, შემოიკრიბოს რამდენიმე საერთო ინტერესის მქონე მეგობარი და ჩვენ აუცილებლად ვაკმაყოფილებთ მათ მისწრაფებებს, შეისწავლონ სხვადასხვა სფერო.

თუმცა უნდა გითხრათ, რომ სკოლა მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ შეზღუდულია. „ლოგოსში“ გადმოსვლა მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით არის შესაძლებელი, მაგრამ მე–11 და მე–12 კლასებში წელს უკვე აღარ გვაქვს ადგილები. მომავალი წლიდან კი, სავარაუდოდ მეათეკლასელებსაც ვეღარ მივიღებთ. ამიტომ, მათთვის, ვისაც „ლოგოსში“ სურს სწავლის გაგრძელება, სასურველი იქნება, მე–7 და მე–8 კლასიდან იზრუნოს ჩვენთან ჩარიცხავზე, რადგან სკოლას ახლო მომავალში ფიზიკურად აღარ ექნება ადგილები.

 

 

რა პრინციპით ხდება პედაგოგთა შერჩევა და რას ანიჭებს სკოლა უპირატესობას?

გ.ჩ.: ვთვლით, რომ ძალიან ძლიერი აკადემიური გუნდი გვყავს და ჩვენი წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ მათი დამსახურებაა. ასევე აუცლებლად უნდა აღინიშნოს, რომ გვყავს საერთაშორისო პედაგოგები ჰოლანდიიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რადგან როგორც უკვე გითხარით, ჩვენი საგნების 30-40% სწორედ ინლისურ ენაზე ისწავლება.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგთა შერჩევისას რამდენიმე ეტაპს გავდივართ. ვაკანსიის გამოცხადებისა და გასაუბრების შემედეგ, აუცილებელია საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება, რაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სერტიფიცირებას, თუმცა ამასთან, თუკი ვხედავთ, რომ არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიური, კრეატიული და მონდომებულია, მაგრამ არ აქვს სერტიფიცირება, ამის გამო ჩვენ მასზე უარს არ ვიტყვით. პირიქით, ჩვენ ვეძებთ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა და კრეატიულ პედაგოგს, რომლებსაც შემდგომ უკვე თავადაც ვეხმარებით სერტიფიცირების მოპოვებაში.

ეს საინტერესოა!
სკოლა „ლოგოსი“ მოსწავლეებს სთავაზობს:
·
College Counseling-ის კურსს;TOEFL, IELTS, SAT კურსებს;
საგნების 30-40% ინგლისურ ენაზე;
ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას;
ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას.


მეტი ინფორმაცია საერთაშორისო აკადემია ლოგოსის
 შესახებ

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm