GE

„სკოლების გახსნა მობილობას ზრდის, საჭიროა სიფრთხილე, წესების დაცვა და დაკვირვება“

დღეიდან სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც განახლდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ დადებითობის მაჩვენებელი და სხვა ინდიკატორები დამაკმაყოფილებელია, ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან სკოლების გახსნა მობილობის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„დიდ ქალაქებში, სადაც დღეს სწავლა დაიწყო, დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 1-სა და 2-პროცენტს შორის, შვიდდღიანი მაჩვენებელი ასევე 1-დან 3%-ს შორის მერყეობს და 14-დღიანი მაჩვენებელიც ასევე 1-დან 4%-ს შორის მერყეობს. ამ ორი თვის განმავლობაში, რომ შევადაროთ ნოემბერს, შესამჩნევად სტაბილიზდება ეპიდმდგომარეობა ქვეყანაში, რაც ძალინ მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ყველა მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვთავლე – დადებითობის მაჩვენებელი, ინციდენტობა და ა.შ. – ყველა დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ მაინც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ამიტომ, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დიდ ქალაქებში და სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დაკვირვება. მოგეხსენაბათ ეს მობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პირბადე არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე – ამირან გამყრელიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური