სკოლების ნაწილში ორი სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ერთად გაიმართა – მიზეზი
საჯარო სკოლებში დღეს, 14 ივლისს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, გამონაკლისს წარმოადგენს ის სკოლები, სადაც ზაფხულის გამოცდების ჩასატარებლად საგამოცდო ცენტრებია გახსნილი.
აღნიშნულ საგამოცდო ცენტრებში დღეს აბიტურიენტები ორ სესიად მათემატიკის გამოცდას აბარებენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ამ სკოლების ნაცვლად, ახლომდებარე სკოლებში მიმდინარეობს.
“ჩვენს სკოლაში, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და საგამოცდო ცენტრია, სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ჩვენი სკოლის ნაცვლად, 174-ე სკოლაში მიმდინარეობს, ახლოს ჩვენს საგამოცდო ცენტრთან. არჩევნები 09:00 საათზე დაიწყო”, – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 175-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ირაკლი კუპატაძემ.
საბჭოს არჩევნები არ ტარდება არც თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში და 173-ე საჯარო სკოლაში იმართება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდბის სამინისტროში დასმული კითხვის პასუხად განუცხადეს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები არცერთ სკოლაში არ გადადებულა და სწორედ საგამოცდო ცენტრების არსებობის მიზეზით, სკოლების ნაწილში ერთდროულად ორი სკოლის საბჭოს არჩევნები ტარდება.
ამავე თემაზე:
-
მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
by ARIS.GE-განათლება
-
მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების 17% ჩაიჭრა – როგორია 2026 წლის მონაცემები ყველა საგანში
by ARIS.GE-განათლება
-
„რა შედეგს დავდებდი ეროვნულებზე რეპეტიტორის გარეშე?“ – აბიტურიენტებისა და მშობლების მოლოდინები სკოლის „რეპეტიტორიუმზე“
by ARIS.GE-განათლება