სკოლების სია, სადაც დირექტორობის მსურველები წარადგინეს და კანდიდატთა კოდები ცნობილია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და გვამცნობს, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.
დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.
იხილეთ:
სკოლების სია და ექვსნიშნა კოდების ჩამონათვალი
გიორგი ამილახვარის უწყების ცნობით, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.
დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
ბ) ფოტოსურათს;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.
ამავე თემაზე:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო