GE

საჯარო სკოლებში დირექტორობის კანდიდატთა წარდგენა დაიწყო

საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატთა წარდგენა დაიწყო.

როგორც EDU.ARIS.GE-სთვის დღეს, 13 ივნისს გახდა ცნობილი, კანდიდატების წარდგენა დაწყებულია როგორც თბილისში, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში.

ინფორმაცია განახლებულია:

სკოლების სია, სადაც დირექტორობის მსურველები წარადგინეს და კანდიდატთა კოდები ცნობილია

“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე “საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის #36/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩვი კონკურსის გამართვის წესის” მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ თქვენს სკოლაში წარდგენილ დირექტორობის კანდიდატს…”, – წერია სკოლებისთვის გაგზავნილ წერილში.

წარდგენილ კანდიდატებს მათი წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, წარდგენის თაობაზე ინფორმაციას დირექტორობის მსურველები მინისტრის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე შეძლებენ. მინისტრ გიორგი ამილახვარის შესაბამისი ბრძანება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

არაერთი დირექტორობსი მსურველი დღეს უკვე წერს და აცხადებს, რომ მათ მიერ შერჩეულ არცერთ სკოლაში არ წარადგინეს და სკოლების ნაწილში კანდიდატი საერთოდ არ წარუდგენიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება თებერვალში მიიღო, არაერთი კანდიდატის უწყვეტი პროტესტის შემდეგ.

ამავე თემაზე:

საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც სკოლის დირექტორთა კონკურსია გამოცხადებული

ცნობილია როგორ ჩატარდება სკოლის დირექტორთა შესარჩევი ახალი კონკურსი – წესი დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური